"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს ხვდება.
შეხვედრების მიზანია, ელჩები გაეცნონ პარტიის ხედვას ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე მათ მიეწოდოთ ობიექტური ინფორმაცია "დემოკრატიული მოძრაობის" მიმართ განხორციელებულ ზეწოლებისა და უკანონობის თაობაზე, პოლიტპატიმრების მდგომარეობაზე და პარტიის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
შეხვედრები უკვე შედგა იტალიის, ლიტვის, ლატვიის, საბერძნეთის, ესტონეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის და ჩეხეთის სახელმწიფოების ელჩებთან. უახლოეს დღეებში დაგეგმილია შეხვედრები სხვა ქვეყნების დიპლომატებთან.