კომპანია "ტექნო ბუმი" "ჯეოსელის" 15 წლის იუბილეს იასამნისფერი ფასებით აღნიშნავს, ერთობლივი აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს ეძლევა საშუალება წარმოდგენილი იასამნისფერი ბარათით, რომელსაც ჯეოსელის ოფისებში და ტექნო ბუმის ქსელში შეძენილ ლაილაის ნომერში აღმოაჩენს, ისარგებლოს 30 დან 300 ლარამდე ფასდაკლებით საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ,მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებზე, ტელევიზორებზე და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე.
ყველაზე წარმატებული, ნოვატორი და ლიდერი კომპანია ჩვენი ქსელი ჯეოსელი 15წლისაა,ვულოცავთ ჩვენს 15 წლის პარტნიორ კომპანიას და მის გუნდს იუბილეს და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ, დარწმუნებული ვართ ჯეოსელი კვლავაც არა ერთი სიახლით და სიურპრიზით გაახარებს საქართველოს მოსახლეობას-- აცხადებენ ტექნო ბუმის მენეჯმენტში.
იასამნისფერი ფერები "ტექნო ბუმის" თბილისის მაღაზიების გარდა, ბათუმის, ქობულეთის, გორის, ზესტაფონისა და ქუთაისის ფილიალებშიც სჭარბობს.
იასამნისფერი ფასები ტექნო ბუმის ქსელში 15 აპრილამდე გაგრძელდება.