საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი (CERT.gov.ge) როგორც საჯარო დაწესებულებებს, ისე კერძო ორგანიზაციებს ახალ მომსახურებას სთავაზობს. IP-მისამართების მონოტორინგის სერვისი ითვალისწინებს საქართველოს კომპიუტერულ ქსელში დაინფიცირებული IP მისამართებისა და გატეხილი ვებგვერდების გამოვლენას.
დღეისთვის საქართველოს კომპიუტერულ ქსელში დაინფიცირებული IP-მისამართების რაოდენობა საკმაოდ დიდია (დაახლოებით 25 000 IP-მისამართი), რაც ქმნის რეალურ საფრთხეს ზიანი მიადგეს როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურების კომპიუტერულ და ქსელურ ინფრასტრუქტურას. ასეთი მისამართების ორგანიზებული გამოვლენა, აღრიცხვა და კვალიფიციური პრევენციული ზომების გატარება დღემდე არ წარმოებდა.
მსოფლიოს მაშტაბით არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს მსოფლიო გლობალური ქსელის საერთო მონიტორინგს დაინფიცირებული IP-მისამართების გამოსავლენად. მიმდინარე წელს CERT.gov.ge-მ დაიწყო აქტიური თანამშრომლობა და მიაღწია შეთანხმებას მონაცემების ურთერთგაცვლაზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა TEAM CYMRU, SHADOWSERVER, ARBOR NETWORKS და ARAKIS. მომავალში ასევე იგეგმება თანამშრომლობა სხვადასხვა ევროპულ CERT-ბთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
თანამშრომლობის ფარგლებში CERT.gov.ge-ს საშუალება ეძლევა მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია საქართველოს კომპიუტერულ ქსელში არსებული დაინფიცირებული IP-მისამართების, დაინფიცირებული და გატეხილი ვებგვერდებისა და საქართველოს კიბერსივრცეზე შეტევების შესახებ. ასევე შექმნას და ადმინისტრირება გაუწიოს ასეთი მისამართების ბაზას და მათ მფლობელებს შესთავაზოს კომპლექსური მომსახურება მოსალოდნელი სააფრთხეების გასაუვნებელყოფად. აღნიშნული ბაზის შექმნა მნიშვნელოვანია საქართველოს კიბერსივრცის უსაფრთხოებისთვის, რაც ძალზე მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში.