რუსეთს სერიოზული პოლიტიკური რეფორმები სჭირდება. ნათქვამია საგარეო და უცხო ქვეყნების საქმეთა საკითხებში ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ევროკავშირის მოქალაქეები შეშფოთებულნი არიან დემოკრატიის, არჩევნების სამართლიანობისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის ფედერაციაში არსებული მდგომარეობით", _ ნათქვამია დოკუმენტში.
ეშტონი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია გადაწყვიტო ისეთი საკითხები, როგორებიცაა ირანსა და სირიაში არსებული კრიზისი. "სწორედ ამიტომაც ევროპული ქვეყნებისათვის და მაცხოვრებლებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სიტუაციას რომელიც რუსეთშია შექმნილი", _ აცხადებს ეშტონი და აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში დიდი დარღვევებით ჩატარდა - "უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს არ ჰქონდათ არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი".