სარემონტო სამუშაოს გამო, 15 მარტს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის მე-12, მე-13 კილომეტრის, დიღმის საცდელი მეურნეობის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.