დღეს, 15 მარტს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვერსეტრველე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში 2012 წლის 15 მარტს საქართველოს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გერმანიის საეჩოდან აცნობეს, მინისტრი საქართველოში პოლიტიკურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და
ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან. ვესტერველე ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს.
გიდო ვესტერველესა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრის შემდეგ, 16:30 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.
მინისტრი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (I კორპუსი, სააქტო დარბაზი) სტუდენტებისა და სხვა მოწვეული სტუმრების წინაშე წაიკითხავს მოხსენებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპასთან ურთიერთობების შესახებ.
მოხსენების შემდეგ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დაუსვან მინისტრს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი წინ უძღვის გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბელესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. მინისტრთან ერთად საქართველოში ჩამოვლენ გერმანიის მთავრობის რწმუნებული ადამიანის უფლებათა საკითხებში, მარკუს ლიონინგი, ასევე ბიზნესმენთა დელეგაცია და პრესის წარმომადგენლები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით საღამოს გაიმართება ოფიციალური ვახშამი, რის შემდეგაც ვესტერველე დელეგაციასთან ერთად ერევანში გაემგზავრება.