სარკინიგზო მაგისტრალის ბაქო-თბილისი-ყარსი და ნახჭევანი-ჯულფა-თებრიზის გაერთიანება უკვე შეთანხმებულია. სწორედ ასეთია პერსპექტივა იმ შეთანხმებისა, რომელიც აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების - ელმარ მამედიაროვის, აჰმედ დავუთ ოღლის და ალი აჰმედ სალეხის მიერაა ხელმოწერილი.
დეკლარაციის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, შეისწავლონ სარკინიგზო მაგისტრალის ბაქო-თბილისი-ყარსის ნახიჭევანი-ჯულფა-თებრიზთან შესაძლო გაერთიანება, რომლის კომერციული ექსპლუატაცია 2013 წელს იგეგმება, სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან (აზერბაიჯანი) გამოდის (მანძილი ნახჭევანი-ჯულფა) და ირანის მონაკვეთი (მანძილი ჯულფა-თებრიზი).