16 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დამაარსებლის, გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ილია აბულაძის დაბადების 110 წლისთავსადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართება.
სხდომას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გახსნის. მოხსენებას წაიკითხავს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი კონსულტანტი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ზაზა ალექსიძე. ასევე, სიტყვით გამოვლენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტები: მზექალა შანიძე, გუჩა კვარაცხელია, ავთანდილ არაბული და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ქავთარია.
ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გადაიღო და დიდი ქართველი მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.