პოლიტიკურმა პარტიამ „განახლებული საქართველოსთვის" დუშეთსა და ყაზბეგში ორი ახალი რაიონული ორგანიზაცია გახსნა. მცხეთისა და წილკნის შემდეგ მცხეთა_მთიანეთის რეგიონში ეს რიგით მეოთხე რაიონული ორგანიზაციაა. პარტიის რეგიონალური კოორდინატორის ზაალ თვალიაშვილის განცხადებით, ოფისების დაფუძნებას ოთხმოცამდე ადამიანი ესწრებოდა და კენჭისყრის შედეგად ორგანიზაციის თავმჯდომარეები აირჩიეს.
ყაზბეგში რაიონული ორგანიზაციის თამვჯდომარედ, პროფესიით ეკონომისტი ნოდარ ჩოფიკაშვილის კანდიდატურა, ხოლო ახალგაზრდულის თამვჯდომარედ უშანგი აფციაური დაინიშნა. შესაბამისად დუშეთის რაიონული ორგანიზაციის თამვჯდომარედ ლევან კვირკვეიშვული, ახლგაზრდულის თამვჯდომარედ კი - მიხეილ თათარაშვილი აირჩიეს.
ზაალ თვალიაშვილის თქმით, წილკანში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის თხოვნითა და მხარდაჭერით პარტიამ მათთვის ნატახტარი-ახალუბნის მიმართულებით უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა მოახერხა.
პარტია „განახლებული საქართველოსთვის" შაბათს, 17 მარტს თიანეთში მეხუთე რაიონული ორგანიზაციის გახსნას გეგმავს.