14 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის 30 მაგისტრანტს ბაზისბანკი ასაჩუქრებს პორტატული კომპიუტერებით. ბაზისბანკის მიერ ჯილდოვდებიან ის სტუდენტები, რომლებიც მაღალი რეიტინგით ჩაირიცხნენ მაგისტრატურაში.
ეს არ არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის პირველი ერთობლივი პროექტი. ბაზისბანკი ყოველწლიურად აფინანსებს ფიზიკა-მატემატიკის სპეციალობის წარჩინებული სტუდენტების მაგისტრატურის კურსის ღირებულებას; ამასთანავე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ბაზისბანკმა აიღო ვალდებულება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებაზე.