უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების დასწრების საკითხი დღეს გაირკვევა.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 17 იავარს გაიმართება, ქართველი დამკვირვებლების დასწრების საკითხი 14 იანვარს გაირკვევა.
საუბარია 500-მდე დამკვირვებელზე რომელიც ძირითადად, საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლები იქნებიან.
"საბოლოო გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით არ მიუღია. გადაწყვეტილება იმის შესახებ, დაკმაყოფილდეს თუ არ დაკმაყოფილდეს საქართველოს თხოვნა მეთვალყურეების გამოგზავნის შესახებ 14 იანვრამდე გადაიდო 14 იანვრამდე", _ აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე.