რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს იმ პირობით, თუ საქართველო გააუქმებს დისკრიმინაციულ კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რომლის საფუძველზეც, ყველა ვინც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ეწვევა ექვემდებარება სისხლის სამართლებლივ დევნას. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგი ლავროვმა განაცხადა.
"როდესაც მან (სააკაშვილმა) გამოაცხადა იმის შესახებ, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს საქართველოში ვიზის გარეშე შეუძლია ჩასვლა, მას დაავიწყდა, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი "ოკუპირებული ტერიტრიების შესახებ", რომლის შესაბამისად, ვინმე, ვინც ოდესმე, ომის შემდეგ, რომელიც სააკაშვილმა დაიწყო, იმყოფებოდა სამხერთ ოსეთში და აფხაზეთში ექვემდებარებიან სისხლის სამართლებლივ დევნას, 2 -დან 4 წლამდე პატიმრობას", - განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ რუსეთის 2 მოქალაქე ამ კანონის საფუძველზე უკვე იხდის სასჯელს.
ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთის პოზიცია უვიზო მიმოსვლაზე მდგომარეობს პირველ რიგში ამ კანონის შეცვლაზე.
"ამოტომაც ჩვენ საპასუხოდ განცახადეთ, მზად ვართ ორმხრივ საფუძველზე შემოვიღოთ უვიზო რეჟიმი, მაგრამ ჯერ შეიცვალოს ეს კანონი, სხვა შემთხვევაში ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ სად მიდიან და რა ემუქრებათ მათ. წინადადება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ გაკეთდა როგორც რეაქცია სააკაშვილის განცხადებაზე უვიზო მიმოსვლის თაობაზე", - განმარტა მინიტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ვიზების გარეშე შეუძლიათ ჩვამოსვლა.