"მოსკოვი კუდში არავის დასდევს და არ არწმუნებს აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი",- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დუმაში გამოსვლისას.
"ჩვენ არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ამით დაკავებული არიან ჩვენი დამოუკიდებელი მოკავშირეები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი", - განაცხადა ლავროვმა.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს " თავისი საგარეო პოლიტიკური საქმიანობა აქვს, მათ ურთიერთობა აქვთ მსოფლიოს რიგ ქვეყნებთან, არა მხოლოდ მათთან, რომლებმაც ეს ორი ქვეყანა აღიარეს, არამედ სხვა სახელმწიფოებთან", -აღნიშნა ლავროვმა და დაამატა, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები აქტიურად ურთიერთობენ ლათინური ამერიკის ქვეყნებთან.
"ისინი იქ ვიზიტებით რეგულარულად ჩადიან და რა თქმა უნდა, ასეთ საკითხებს განიხილავენ", - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსული მხარე ეხმარება და მხარს უჭერს აფხაზ და ოს კოლეგებს საგარეო პოლიტიკის წარმართვაში.
იმ ქვეყნებზე საუბრისას, რომლებმაც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიარეს, ლავროვმა აღნიშნა: "ჩვენ შესაბამისი მოლაპარაკებების მიღწევის შესახებ მაშინ ვიგებდით, როდესაც უკვე ხელმოწერილი იყო" და აქვე აღნიშნა: "ბუნებრივია, რომ ჩვენი მეგობრების მეგობრებს მხარს დავუჭერთ პოლიტიკურ გეგმებშიც".
"ჩვენი ამ პროცესებს მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ შეგვიძლია სუვენერული სახელმწიფოების ნაცვლად რაიმე გადაწყვეტილებების მიღება", -აღნიშნა სერგეი ლავროვმა.