„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გაერთიანებული სამეფოს ევროპის საქმეთა მინისტრს დევიდ ლიდინგტონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობაზე გადასვლის პერსპერქტივები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. გიორგი თარგამაძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა და მონიტორინგის პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლების აქტიურად მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ლიდერები გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, ნიკა ლალიაშვილი და გიორგი რუხაძე ევროპარლამენტში კონსერვატორებისა და რეფორმისტების ფრაქციის მიწევევით იმყოფებიან. შეხვედრები უკვე გაიმართა ფრაქციის თავმჯდომარესთან მარტინ კალანანთან, ასევე საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩარლზ ტენოკთან და ფრაქციის სხვა ლიდერებთან. მოგვიანებით ფრაქციის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი თარგამაძე.
„ქრისტიან-დემოკრატების"ვიზიტი სტრასბურგში 15 მარტს დასრულდება.