ბათუმში იუსტიციის სახლთან, აქცია "მე თავისუფალი მოქალაქე ვარ" მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობას პოლიტიკური პარტიების, ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები და სტუდენტები იღებენ. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ იმ ადამიანებს, ვისაც კონტრილის პალატაში ახსნა-განმარტებისთვის იბარებენ.
ამ დროისთვის კონტროლის პალატის წევრებს ახსნა-განმარტებას ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები აბარებენ. პარტიის ერთ-ერთი წევრის შოთა თოიძის განცხადებით, ისინი ახსნა-განმარტების ჩამორთმევამდე დეტექტორის გამოყენებით მკაცრად გაჩხრიკეს.