საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის ზურაბ ჭიაბერაშვილიოთ შესაძლო ჩანაცვლების შესახებ.
"ეს საკითხი მე არ მეხება, თუმც ჩემი პირადი აზრია, რომ ანდრია ურუშაძესთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის თავისი საქმის პროფესიონალია. რაც ეხება დამატებით ინფორმაციას არ ვიცი. ისე ბევრი რაღაც ინფორმაციები ჩემზეც ვრცელდება და ყველაფერი არ დაიჯეროთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ქობალიამ.
შეგახსენეებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ანდრი ურუშაძის ზურაბ ჭიაბერაშვილით შესაძლო ჩანაცვლების შესახებ.