საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია რუსეთის მთავარი სანიტარის მასპინძლობას არ აპირებს. მის შესახებ მინისტრმა გენადი ონიშენკოს მიერ გააკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა. ონიშნეკო ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად სავალდებულოდ მიიჩნევს შესაბამისი საწარმოების ინსპექტირებას და ამ მიზნით საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებისგან მიწვევას ელოდება.
ვერა ქობალიას განცხადებით, საქართველოს რუსეთთან უვიზო მომოსვლა აქვს და ონიშენკოს ქვეყანაში ჩამოსვლა ნებისმიერ დროს შეუძლია.
"რუსეთთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ონიშენკოს შეუძლია ჩამოვიოდეს. ეს საკითხი ეკონომიკის მინისტრის განსახილველი არ არის და მე მას არ ველოდები", - განაცხადა ვერა ქოობალიამ.
შეგახსენებთ, რომ როსპოტრებნადზორი საქართველოსგან ელოდება ოფიციალურ დასდასტურებას, რომ ქართულმა მხარემ, მიიღოს სპეციალისტები იმ ქართული საწარმოების ინსპექტირებისთვის, რომლებიც მზად არიან, აღადგინონ რუსეთში ღვინისა და მინერალური წყლის მიწოდება. "ოფიციალური ორგანოების მეშვეობით განვაცხადეთ, რომ მზად ვართ გავემგზავროთ. ჩვენ გვჭირდება ოფიციალური ხელისუფლების დადასტურება, რომ ისინი მზად არიან მიგვიღონ. ბურთი ჩვენს მოედანზე არ არის", - განუცხადა ინტერფაქსს რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადო ონიშენკომ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებს ემბარგო 2006 წელს გამოუცხადა.