საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ჯვრის მონასტრის ქართული მხარისთვის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ისრაელში შეხვედრებს მართავს .
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე უკვე შეხვდა რელიგიის საკითხებში ქვეყნის მინისტ იაკობ მარგს.
ბაქრაძის განცხადებით, ჯვრის მონასტერი არის იერუსალიმის საპატრიარქოს მფლობელობაშია და ძირითადი მოლაპარაკებები სწორედ მასთან მიმდინარეობს, მაგრამ
"ბუნებრივია, რომ ჯვრის მონასტერი არის იერუსალიმის საპატრიარქოს მფლობელობაში და რა თქმა უნდა ჩვენ მათთან ვაწარმოებთ ძირითად მოლაპარაკებებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის სახელმწიფო და ისრაელის მთავრობა იყოს ადეკვატურად ინფორმირებული და ჩართული ამ პროცესში, ვინაიდან სწორედ ისრაელის სახლემწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს მონასტერი და ამ სახელმწიფოს მთავრობის პოზიციას ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის მთავრობა იყოს ინფორმირებული და მხარს უჭერდეს ამ პროცესს. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ რელიგიის საკითხებში მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე. მან აღნიშნა, რომ საკუთარი კომპეტენციისა და მანდატის ფარგლებში მზად იქნება შეეცადოს დაგვეხმაროს მოძებნილი იქნას ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე განმარტებით, საკუთარი კომპეტენციისა და მანდატის ფარგლებში ისრაელის რელიგიის მინისტრი მზად არის, მოიძებნოს ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება".
რელიგიის საკითხებში ისრაელის მინისტრის განცხადებით კი, ისრაელის ხელისუფლება მზად არის, ქართულ მხარეს მოლაპარაკებების წარმართვაში და ამ საკითხის ყველა მხარისთვის სასიკეთოდ მოგვარებაში დაეხმაროს.
"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ჯვრის მონასტრის თემაზე ვისაუბრეთ. ეს პრობლემატური და ფრთხილი საკითხია. სავარაუდოდ, ამ საკითხზე საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და ჩვენი ქვეყნის მეთაურთანაც გაიმართება. აღნიშნულ საკითხში სამი მხარეა ჩართული. ვფიქრობ, რომ ისრაელმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს, რომ მოლაპარაკებები ყველა მხარისთვის მისაღები შედეგით დასრულდეს. ჩართულია საბერძნეთის ეკლესიაც. მაგრამ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ ქართულ მხარეს", - განაცხადა იაკობ მარგმა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ისრაელის რელიგიის საკითხებში მინისტრის შეხვედრის დროს მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სავიზო რეჟიმის გამარტივების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღესაც განაგრძობს. მას შეხვედრები ექნება ქნესეთის თავმჯდომარესა და წევრებთან.
დავით ბაქრაძემ ისრაელში ვიზიტი იერუსალიმში ქართული სახლის მოინახულებით დაიწყო.