ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ ცნობს აფხაზეთში 10 მარტს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი "მოამბემ" ნატო-ს პრესსამსახურიდან მიიღო.
"ნატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში მარტში ჩატარებულ არჩევნებს. ალიანსი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრულ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ", - ნათქვამია განცხადებაში.