14 მარტს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი გახსნის ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ ქართველი ბიზნესმენებისათვის ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციას ბიზნესის განვითარებისა და ფრენჩაიზინგის თემაზე. კონფერენცია, რომელიც გამიზნულია 30 ბიზნეს-ლიდერის, სამთავრობო ორგანიზაციისა და ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლისათვის, 14-15 მარტს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება.
კონფერენცია, სახელწოდებით "ბიზნესის წარმოება შეერთებულ შტატებთან", მიზნად ისახავს ქართველი ბიზნესმენებისათვის იმ ცოდნის გაზიარებას, რომელიც მათ ამერიკულ კომპანიებთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარებაში დაეხმარება. აღნიშნული კონფერენცია ნაწილია იმ ფართომასშტაბიანი მხარდაჭერისა, რასაც აშშ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ახორციელებს. კონფერენცია ესადაგება პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების თემაზე მაღალი დონის დიალოგის გამართვის შესახებ.