"დემოკრატაიული მოძრაობის" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ,,ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის არანაირი სურვილი არ აქვს. ამის შესახებ ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის კოალიციაში, იგივე ფასეულობებით მოქმედებენ, როგორც ,,ნაციონალურ მოძრაობაში", რის გამოც, მას ,,ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების, ან მათთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვს.
"ისინი უკვე ისევე იქცევიან, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა". საზოგადოებას ცალმხრივ ინფორმაციას აწვდიან და ამბობენ, რომ საჭიროდ ასე ჩათვალეს. აქ არ არის საუბარი, თუ ვის - ვინ მოსწონს. აქ საუბარია იმაზე, რომ დღეს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ერთიანობაა საჭირო. როგორ შეიძლება ჩვენი პარტია, რომელიც ყველაზე სუფთა და მებრძოლია, ვინმეს რამეში უშლიდეს ხელს", - განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ მისი პარტია ხელისშემშლელი ფატორი ვერ იქნება ვინმესთის.