ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად მიმდინარე მუშაობის შესახებ ინფორმაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკატერინე ტყეშელაშვილმა წარადგინა.
კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ სხდომის დასაწყისში ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და საოკუპაციო ძალების პოლიტიკა შეაფასა. მან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანების დაჩქარების სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსირა. "დღევადელი შეხვედრისას ვიმსჯელებთ სპეციალურად შედგენილ დოკუმენტზე, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების პრობლემებია ასახული. ჩვენ წელიწადში რამდენჯერმე ვიკრიბებით, რათა მოვისმინოთ, გავაანალიზოთ და ავსახოთ ამ დოკუმენტში ის პრობლემები, რომელიც მეტ-ნაკლებად იმოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს შოთა მალაშხიამ.
"სანამ ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამ რეგიონების ოკუპაციას ახორციელებს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობა და ნდობა განვაახლოთ, რომელიც ყოველთვის გაგვაჩნდა,", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკატერინე ტყეშელაშვილმა სხდომის დახურვამდე.
მისი თქმით, ეს არ არის მარტივი და მოკლევადიანი პროცესი, თუმცა აუცილებლად შესასრულებელი ამოცანაა. "მოხარულები ვართ რომ ამ კუთხით საპარლამენტო ოპოზიციასთანაც კარგი თანამშრომლობა გვაქვს", - აღნიშნა ეკატერინე ტყეშელაშვილმა.
ეკა ტყეშელაშვილმა დეპუტატებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის გეგმის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა