პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზეა მიწვეული, რომელიც 27-28 მარტს სამხრეთ კორეაში გაიმართება.
მანანა მანჯლაგაძემ აღნიშნა, რომ სამიტს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან, რომელთა შორის არიან აზერბაიჯანის, უნგრეთის, ჩინეთის პრეზიდენტები, ავსტრალიის, კანადის, ბელგიის, ჩეხეთის, იაპონიის, დანიის პრემიერ-მინისტრები, იორდანიის მეფე და სხვები.