Freedom House-ის კვლევის მიხედვით, ქართული მედიის თავისუფლება შემცირდა. ამის შესახებ ორგანიზაციის ყოველწლიურ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც 12 იანვარს გამოქვეყნდა.
"ქართული მედიის თავისუფლება შემცირდა იმ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რასაც გასული წლის ნოემბერში მედიაზე თავდასხმების განხორციელება მოჰყვა", - აღნიშნულია ანგარიშში და აქვე ქართული მედია ნაწილობრივ თავისუფლადაა შეფასებული.
მიმოხილვის თანახმად, საქართველომ მედიის თავისუფლების რეიტინგში 57-ე პუნქტიდან მე-60 პუნქტზე გადაინაცვლა.
ანგარიშში ნათქვმია, რომ "ინფორმაცია საქართველოში მედიასაშუალებების მფლობელების შესახებ არ არის გამჭირვალე და ხშირად ჟურნალისტებმა და კორესპონდენტებმა არ იციან, ვინ არის იმ კომპანიის რეალური მფლობელი, სადაც ისინი მუშაობენ".