სტრასბურგში "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერების ვიზიტი გრძელდება. გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, ნიკა ლალიაშვილი და გიორგი რუხაძე საფრანგეთში ევროპარლამენტის კონსერვატორთა და რეფორმატორების ფრაქციის მიწვევით იმყოფებიან. ევროპის პარლამენტში დღეს შეხვედრა ფრაქციის ხელმძღვანელებთან გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ასპექტები, კონსერვატორთა და რეფორმატორებისა და "ქრისტიან-დემოკრატიული" ფრაქციების თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი პროექტები განიხილეს.
"ევროსტრუქტურებთან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ბევრი სიახლეა, მათ შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების, ღია სავაჭრო ურთიერთობის დაწყების თვალსაზრისით... ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის და და დემოკრატიული განვითარების გარანტია " - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატების" სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში 15 მარტს დასრულდება.