შიდსით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. აივ ინფექციით 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტს დაავადების ფონზე მწვავე ფაღარათი განუვითარდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.
სტატისტიკური მონაცმებით, 2012 წელს შიდსის სულ 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მათგან 17 პაციენტი გარდაიცვალა. რაც, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 21 შემთხვევით მეტია.