სინოპტიკოსთა პროგნოზით, თბილისში დღეს გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს, თუმცა კვლავ ნალექი და ყინვაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში.
14 მარტიდანმთელს საქართველოში ამინდი ისევ გაუარესდება, ხოლო 19 მარტიდან კი ნალექი უნდა შეწყდეს და დათბეს.
"დღეს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი დაახლოებით 9 გრადუსამდე გათბება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში კვლავ მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეტ რაიონში, კერძოდ შიდა ქართლშიც მოსალოდნელია მცირე თოვლი. 14 საღამოს კვლავ იწყებს შემოსვლას დაასვლეთიდან ცივი ჰაერის მასები, რომლებიც ამინდის პირობების მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს", _ აცხადებს სინოპტიკოსი თამარ გულედანი.