აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ სცნობს. განცხადება ამის შესახებ ჰილარი კლინტონის პრესმდივანმა მარკ ტონერმა განაცხადა.
ვაშინგტონი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
"შეერთებული შტატები არ სცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას. ჩვენ ამ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოდ ყველა ნაკისრი ვალებულება რომელიც ცეცსლის შეწყვეტის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. მათ შორის დააბრუნოს ჯარები კონფლიქტის წინა პოზიციებზე", _ აცხადებს მარკ ტონერი.