"აშშ-ისა და საქართველოს განცხადებები იმის შესახებ, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით შესაძლოა ნარკოტრაფიკი მიდის, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს", - განცხადება ამის შესახებ კავკასიასა და შუა აზიის სასაზღვრო თანამშრომლობის ასოციაციის წარმომადგენელმა მიხაილ ჩერნოვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მისი აზრით, ნარკოტოკების ნებისმიერ ნაკადში პოლიტიკური და ლოგისტიკური აზრი უნდა არსებობდეს.
"ცნობილია, რომ ზუსტად ნარკოტრაფიკის დიდი ნაკადი საქართველოდან და ქართული პორტებიდან აფხაზეთში მიდის. მძიმე ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით მდგომარეობა აფხაზეთში საკმაოდ მძიმეა. აფხაზეთის სპეცსამსახურები აღნიშნავენ აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰეროინის დიდი რაოდენობით შემოღწევას გალის რაიონიდან. პარალელურად, ამაზე საქართველოში მუშაობს ნარკომანების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მათ შორის აფხაეთის ახალგაზრდა მოქალაქეებზე. ამით ხორციელდება აფხაზეთის ახალგაზრდა მოქალაქეების ნარკოტიზაცია და ამავდროულად ხდება ნარკომანიით დაავადებულთა მიბმა საქართველოში არსებულ სარეაბილიტაციო სისტემაზე", _ აცხადებს ჩერნოვი.
მისი თქმით, ექსპერტის აზრით, ავღანეთიდან ნარკოტიკების გადასროლის ერთ-ერთი არხი ამერიკული სამხედრო ობიექტების ევროპულ და აზიურ სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში.
"ქართული კონტიგენტის მონაწილეობა ამერიკულ სამხედრო ოპერაციაში და ამერიკული ლოგისტიკური სტრუქტურების ელემენტები საქართველოში არის მოსახერხებელი და უკონტროლო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ნარკოტიკების გადასროლისთვის", _ აცხადებს ექსპერტი.
ხოლო რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ჩერნოვის აზრით, ნარკოტრაფიკის თვალსაზრისით რესპუბლიკა ლოგისტიკურ ჩიხს წარმოადგენს.