უკრაინა წელს ტურისტული ნაკადის მოლოდინშია. უკრაინის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე ელენა შაპოვალოვას გათვლებით, Евро-2012-ის გამო უკრაინაში ტურისტების რაოდენობა 30-40 %-ით გაიზრდება.
"Евро-2012 - ეს გაცილებით მეტ ტურისტს ნიშნავს", - განაცხადა შაპოვალოვამ. მისი ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება მოელის, რომ 2012 წელს უკრაინაში ტურისტების რაოდენობა 40 %-მდე გაიზრდება.
დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყანა ჩემპიონატის ჩასატარებლად და სტუმრების მისაღებად უკვე მზადაა.