როსპოტრებნადზორი საქართველოსგან ელოდება ოფიციალურ დასდასტურებას, რომ ქართული მხარე მზადაა, მიიღოს სპეციალისტები იმ ქართული საწარმოების ინსპექტირებისთვის, რომლებიც მზად არიან, აღადგინონ რუსეთსი ღვინისა და მინერალური წყლის მიწოდება.
"ოფიციალური ორგანოების მეშვეობით განვაცხადეთ, რომ მზად ვართ გავემგზავროთ. ჩვენ გვჭირდება ოფიციალური ხელისუფლების დადასტურება, რომ ისინი მზად არიან მიგვიღონ. ბურთი ჩვენს მოედანზე არ არის", - განაცხადა ინტერფაქსს რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადო ონიშენკომ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებს ემბარგო 2006 წელს გამოუცხადა.