პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი გახდა. მან ამ პოსტზე ზურაბ მელიქიშვილი ჩაანაცვლა. გადაწყვეტილება დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივნად 4 წლის განმავლობაში მუშაობდა ბატონი ზურა მელიქიშვილი. ამ წლების განმავლობაში პარტიამ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს როგორც საპარლამენტო, ასევე, თვითმმართველობისა და აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. პარტიას ჰქონდა მნიშვნელოვანი წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გახდა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.