"ქართული ოცნება" არსებული ხელისუფლებისგან საქართველოს გათავისუფლებას მოახერხებს, - ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქარელში კოალიციის რეგიონალური ოფისის გახსნისას განაცხადა.
"ქართული ოცნება" არჩევნებისთვის მთელი საქართველოს ერთ მუშტად შეკვრასა და ამ მოძალადე ხელისუფლებისგან გათავისუფლებას მოახერხებს. თქვენ გულიანი ქართველები ხართ და არ შეშინდეთ, უგულო და მშიშარა პრეზიდენტს არ დაემსგავსოთ. არსებული სიტუაცია კარგად გააანალიზეთ. ძალა ერთობაშია, არჩევნებზე სწორი სიტყვა ვთქვათ და მოძალადე ხელისუფლებისგან გავთავისუფლდეთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.