ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" ინდივიდუალურად წევრიანდება და არა მის პარტიასთან ერთად.
"გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება, მასთან სხვა საკითხებზე, მათ შორის იმაზე, გაწევრიანდება თუ არა იგი კოალიციაში პარტია „საქართველოს გზასთან" ერთად, მოლაპარაკება ვერ მოხერხდა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მაია ფანჯიკიძემ და რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა სალომე ზურაბიშვილს მეუღლის - ჯანრი კაშიას გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს.