"ქართული ოცნებისა" და სახალხო კრების" ნებისმიერი მომდევნო შეხვედრა ნინო ბურჯანაძის გარეშე ჩატარდება, - ამის შესახებ განცხადება ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ფანჯიკიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია „სახალხო კრების" მოთხოვნა გამოქვეყნდეს შეხვედრის მთლიანი ავუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რადგან ასეთი შეხვედრის დროს, არის ხოლმე საკითხები, რომელიც არ შეიძლება საჯარო გახდეს.
"ჩვენ გამოვაქვეყნეთ ის მასალა, რაც მიზანშეწონილად ჩავთვალეთ. მიჩნდება ერთი კითხვა, რა იყო ისეთი ამ შეხვედრის დროს, რისი ნახვაც „სახალხო კრების" წევრებს სურთ და „ქართულო ოცნება" ამის საშუალებას არ აძლევთ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ გამოქვეყნდა „სახალხო კრებისა" და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ვიდეოჩანაწერის ნაწილი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძეს ურჩევს პოლიტიკურ პროცესებს გაემიჯნოს.