სოლომონ ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ უკან დაიხია, - ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
"მივესალმებით, რომ "ქართული ოცნების" გამოჩენის შემდეგ, ხელისუფლება ნელ-ნელა უკან დახევას ეჩვევა", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი შეფასებთ, "მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშილმა მკაცრი განცხადება გააკეთა და მოითხოვა, რომ გამოძიების დასრულებამდე ხაშურის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულიყო, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდა და პოლიციის შენობების კიდევ უფრო გამჭვირვალობაზე ისაუბრა.
"კარგია, რომ შსს იძულებული გახდა ქიმერიძის გარდაცვალების საკითხზე რეაქცია მოეხდინა, ასევე მისასალმებელია ის, რომ ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ესაა პირველი შემთხვევა, როცა პოლიციამ უკან დაიხია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ არის და ქიმერიძის გარდაცვალების საკითხზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს, დამნაშავე პირები კი კანონის სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.