"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები სტრასბურგში გაემგზავრნენ. გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, ნიკა ლალიაშვილი და გიორგი რუხაძე საფრანგეთში ევროპარლამენტის კონსერვატორთა და რეფორმატორების ფრაქციამ მიიწვია.
ევროპის პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრებზე მხარეები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ასპექტებს, კონსერვატორთა და რეფორმატორებისა და "ქრისტიან-დემოკრატიული" ფრაქციების თანამშრომლობის დეტალებსა და ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს რაც შეიძლება მეტი მოკავშირე ევროსტრუქტურებში. ეს ურთიერთობები განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს წინასაარჩევნო პერიოდში. ევროპის მთავარი ინსტიტუტების დამოკიდებულება დიდწილად განსაზღვრავს არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატების" სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში 15 მარტს დასრულდება