მიმდინარე წელს განათლების სამინისტრო სასკოლო გამოცემების ერთიანი სტანდარტების შექმნას გეგმავს. სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, სასკოლო გამოცემების ერთიანი სტანდარტების შექმნა მიმდინარე წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.
სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები გამორიცხავს სახელმძღვანელოების ხშირ ცვლასა და მაღალ ფასებს.
"იგეგმება სახელმძღვანელოების გრიფირების წესის გამკაცრება, ასევე სასკოლო გამოცემების სტანდარტების შექმნა. უნდა აიკრძალოს სასკოლო სახელმძღვანელოების ხშირი შეცვლა მაღალი ფასი", _ აცხადებენ განათლების სამინისტროში.