დღეს, 12 მარტს, 15:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში, ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე შეხვედრას გამართავს ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციას ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ყირგიზეთის განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და ტურიზმის, ახალგაზრდობის, შრომისა და დასაქმების და სოციალური განვითარების მინისტრები, ასევე, სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება პრეს-კონფერენცია.