პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო Yთავისუფლების კუთხით საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალ" სახელმწიფოთა რიცხვში მოხვდა. შესაბამისი კვლევა გავლენიანმა ორგანიზაცია Freedom House- მა ჩაატარა.
ანგარიშში, სახელწოდებით "თავისუფლება მსოფლიოში", აღნიშნული კუთხით ქვეყნები სამ კატეგორიადაა დაყოფილი: თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და არათავისუფალ სახელმწიფოებად.
პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება ორგანიზაციის დასკვნაში გაანგარიშებულია 1-დან 7-მდე შკალით, სადაც 1 თავისუფლების ყველაზე მაღალი დონის მაჩვენებელია, ხოლო 7 _ ყველაზე დაბლის.
ორივე კატეგორიაში საქართველოს შეფასებითი მაჩვენებელი, 2008 წლის მსგავსად, 2009-შიც 4-ით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ Fრეედომ Hოუსე-ის კვლევაში ასევე მოხვდნენ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რომლებიც "სადავო ტერიტორიების" კატეგორიაშია შეყვანილი. წინა წლის კვლევის მსგავსად, აფხაზეთს კვლავაც "ნახევრად თავისუფალი", ხოლო ე. წ. სამხრეთ ოსეთს "არათავისუფალი" "ქვეყნის" სტატუსი მიენიჭა.