აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოილაპარაკეს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. ამასთან ერთად მათ ასევე სირიის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
გავცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვლადიმერ პუტინს დაურეკა და მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"ობამამ და პუტინმა მოილაპარაკეს გააგრძელონ მოლაპარაკებები იმ სფეროებთან დაკავშირებით, რომლებშიც აშშ-სა და რუსეთის პოზიციები განსხვავდება. მათ შორის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებსა და სირიაზე. მხრეები შეთანხმდნენ გააგრძელონ შეხების წერტილების ძიება ორ ქვეყანას შორის წინააღმდეგობათა აღმოსაფხვრელად", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის მთავრობის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ "სატელეფონო საუბარი არაფორმალური ხასიათის თუმცა საკმაოდ დატვირთული იყო და იგი 20 წუთი გრძელდებოდა".