10 მარტს, 14:00 საათზე, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი მიშა მესხი ქალაქის მთავარ პროკურატურას მიმართავს. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ მესხს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.
"მესხს ტელეფონით მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე გამოჩნდა. "მე ვარ თავისუფალი მოქალაქე" - ამ სახელწოდების აქცია ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა გამართეს. აქციის დასრულების შემდეგ, მესხის ტელეფონზე უცნობი პირები რეკავდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ და ურჩევდნენ, აღარ გაემართათ მსგავსი აქცია", - აღნიშნულია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.