დღეს თიანეთში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა. კოალიციის ლიდერებმა ზაქარია ქუცნაშვილმა, გუბაზ სანიკიძემ, თეა წულუკიანმა და ზვიად ძიძიგურმა ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინეს ოფისის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური. კოალიცია „ქართული ოცნების" ოფისი თიანეთში რუსთაველის ქ. N38-ში მდებარეობს. დღესვე კოალიციის ოფისი გაიხსნა სენაკშიც. ოფისის ხელმძღვანელად კი მურად შამათავა დაინიშნა. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" ოფისი სენაკში ვახანია ქ. N10-ში მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები