შსს   სასაზღვრო   პოლიციის    საგამოძიებო-ოპერატიული  მთავარი  სამმართველოს   საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს  თანამშრომლებმა,  გატარებული  საგამოძიებო-ოპერატიული  ღონისძიებების  შედეგად,   ყალბი  ოფიციალური   დოკუმენტების  დამზადება-გასაღების ფაქტზე,  ქ.თბილისში დააკავეს  საქართველოს  მოქალაქეები:  ირინა თვაური, ბექა მდინარაძე, ემა სალიმიანი, ნათელა ნასირიანი, ნანა გაბუნია,  ნინო ჭრელაშვილი, მიხეილ ნაჭყებია და მანუჩარ ვეფხვაძე,  რომლებიც ცდილობდნენ  შენგენის   ქვეყნების  ვიზის  მიღებას  ყალბი  ოფიციალური  დოკუმენტების  დამზადება-გასაღების  გზით. 
 აღნიშნულ  ფაქტთან   დაკავშირებით   მიმდინარეობს    წინასწარი   გამოძიება  საქართველოს   სისხლის   სამართლის   კოდექსის   362-ე   მუხლით.