„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე ჟურნალისტებს შეხვდა. თარგამაძემ პრეზიდენტთან პოლიტიკური დებატების დროს მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განხადებით, 53-ე სკოლის მოსწავლე მიხეილ ალექსიძეს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა მას შემდეგ რაც ხუთი სკოლის დირექტორი მის მიერ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციას გამოეხმაურა და ალექსიძეს სწავლის გაგრძელება შესთავაზა. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, მოსწავლის ღირსების აღდგენა ცალკე და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს და ამ მიზნით ალექსიძის ოჯახის წევრებს სარჩელი სასამართლოში აქვთ შეტანილი.
საპარლამენტო დებატებში მეორე მნიშვნელოვან მიღწევად გიორგი თარგამაძე ჰიბრიდული სიმინდის პროგრამაში ჩართული ფერმერებისა და გლეხების საკრედიტო გადასახადიდან გათავისუფლებას ასახელებს. გლეხებმა, რომლებმაც ხელისუფლების ზეწოლის გამო ბანკებიდან კრედიტები გამოიტანეს მოსავლის ჩავარდნის გამო ვერ შეძლეს უზარმაზარი კრედიტების გადახდა. „ქრისტია-დემოკრატების" დაჟინებული მოთხოვნისა და მთავრობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციის საფუძველზე სახელმწიფო და ფერმერებსა და გლეხებს საკრედიტო გადასახადისგან გაათავისუფლებს.
„პოლიტიკურმა დებატებმა ორი მნიშვნელოვანი შედეგი მოგვიტანა, პირველი მიხეილ ალექსიძესთვის სწავლის გაგრძელების უფლება და მეორე გლეხების და ფერმერების საკრედიტო გადასახადისგან გათავისუფლება. თუმცა მიუხედავად მიღწეული შედეგებისა ჩვენ წინაშე უამრავი პრობლემა გადაუჭრელი რჩება"- განაცადა გიორგი თარგამაძემ.
პრობლემებში კი მან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის გადასახადი, სოციალური გრანტები, საგადასახადო სისტემის რეფორმირება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ადმინისტრაციული პატიმრობა და სხვა საკითხები დაასახელა, რომელთა მოგვარებისთვის ქდმ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.