დღეს, 9 მარტს 10 საათიდან 15 საათამდე სარემონტო სამუშაოების გამო ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ზაზიშვილის, ჩიტაიას, მამრაძის, 9 ძმის, ყირიმის, ხუდადოვის, მნათობის, წინამძღვრიშვილის, პასტერის, უზნაძის და ბაქოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.