პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" ინფორმაციით, 7 მარტს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა რუსეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ,,საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" მთავარ მრჩეველს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუას შორის.
"ვლადიმერ პუტინმა მინდია გულუასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოსთან პრობლემები მისი დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია. ,,ხელისუფლება ოსებთან და აფხაზებთან სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, დღეს სხვა სურათი იქნებოდა. ქართველ ხალხთან რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს და აუცილებლად მოიძებნება არსებული სიტუაციიდან გამოსავალი,"- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა"-, იტყობინება პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის".