ხვალ, 9 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ ახალგაზრდული ჯგუფები გამართავენ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „მე თავისუფალი მოქალაქე ვარ!".
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" აქციის მონაწილეებმა აცნობეს, ათეულობით ახალგაზრდამ სამინისტროს შენობის წინ სიმბოლური აქციით განაცხადრბდ, რომ ისინი თავისუფლები არიან საკუთარ არჩევანში და ღიად აცხადებენ , საკუთარი არჩევანის შესახებ - ძალადობრივი ხელისუფლების შეცვლა ახალი, დემოკრატიული ხელისუფლებით.
ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული აქცია მიმართულია ქვეყანაში გამეფებული ძალადობის წინააღმდეგ.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სულხან ღლონტმა განუცხადა, მოქალაქეების თავისუფლება არის მთავარი ფასეულობა რომელიც უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი შინაარსი.
„ამის შეხსენება ნამდვილად სჭირდება ხელისუფლებას, რომელმაც მართვის ერთადერთ ფორმად უკვე დიდი ხანია ძალადობა აირჩია. მე ვარ თავისუფალი მოქალაქე, რაც ასევე გულისხმობს იმას, რომ მზად ვარ ეს თამამად და საჯაროდ განვაცხადო და მოვითხოვო იმ უფლებების აღიარება და პატივისცემა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ლახავს მრავალი წელია", - განაცხადა სულხან ღლონტმა.
აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა ახალგაზრდული ჯგუფები და ახალგაზრდა ლიდერები მიიღებენ.