პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ სკოლებში სამხედრო სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეტა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მანჯგალაძემ განაცხადა, სკოლებში სამხედრო სწავლების ახალი მეთოდი დაინერგება. მანჯგალაძის თქმით, მოსწავლეები სამოქალაქო თავდაცვის სწავლებას და სამხედრო ისტორიის სწავლებას გაივლიან.
გაკვეთილებს გადამდგარი ოფიცრები ჩაატარებენ. ისინი ამისათვის სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან და მათი შერჩევა მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება.
"სამხედრო სწავლება იქნება ახლებური მეთოდით. ეს გულისხმობს სამოქალაქო თავდაცვის სწავლებას, სამხედრო ისტორიის სწავლებას და პატრიოტული სულისკვეთების ჩანერგვას ახალგაზრდა თაობაში. გაკვეთილებს ჩაატარებენ სამხედრო პირები, რომლებიც სკოლაში შესვლამდე სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან და მათი შერჩევა სპეციალური კრიტერიუმებით მოხდება", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.