ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში მიმდინარე "ISAF"-ის ოპერაციაში მონაწილეობით შეტანილი წვლილისათვის და გადაწყვეტილებისათვის ავღანეთში ქართული სამხედრო კონტიგენტის გაორმაგების გამო.
"მივესალმებით საქართველოს მნიშვნელოვან შენატანს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში. ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ საქართველოს გადაწყვეტილებას თავისი კონტიგენტის პრაქტიკულად გაორმაგების თაობაზე",_ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში ნატო -საქართველოს სხდომის მიმდინარეობისას. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ინტერნეტ-გვერდზეა გამოქვეყნებული.